რესპუბლიკის ამბები

მოსკოვის სამხატვრო თეატრის დასი სამუშაოდ თფილისში გადმოდის

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 მარტი, N70

განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქ ფოთში ამჟამად რუსეთიდან ჩამოსულა მოსკოვის სამხატვრო თეატრის დასი მსახიობ კაჩალოვის მეთაურობით და, თუმცა სურვილი აქვთ ჩვენს რესპუბლიკაში დაბინავებისა, სახსარი არ მოეპოვებათ ქალაქ ტფილისში ჩამოსვლისა. ამის გამო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა – ვუკოლ ბერიძემ,  განათლების მინისტრის ამხანაგის ნოე ცინცაძის დავალებით, რესპუბლიკის რკინის გზათა საექსპლოატაციო ნაწილის უფროსს სთხოვა განკარგულების მოხდენა, რათა ქ. ფოთში მსახიობ კაჩალოვს თავისი დასის (37 კაცის) ქალაქ თფილისში გადმოსაყვანად დაუთმოს ერთი ვაგონი მეორე კლასისა.

მსგავსი/Related

Back to top button