ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში

„საქსტატის“ მიერ 19 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 1.85 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით, 4.5%–ით გაიზარდა და 526.3 მილიონი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 6.7%-ით გაიზარდა და 1.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 801.3 მილიონი აშშ დოლარი იყო.


2020 წლის იანვარ-თებერვალში 250.6 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი და აშშ 226 მლნ, 199 მლნ, 197.2 მლნ და 92.5 მლნ აშშ დოლარით.

90.3 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია. შემდეგ მოდის: ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა 65 მლნ, 60.4 მლნ, 51 მლნ და 37.3 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და აშშ 214.5 მლნ, 138.6 მლნ, 135.7 მლნ, 132.1 მლნ და 75.9 მლნ აშშ დოლარით.


2020 წლის იანვარ-თებერვალში, 99.6 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო. შემდეგ მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 89.2 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 42.4 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 28.4 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 20.3 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები- 19.7 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 15.7 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 15.4 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 15.2 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 9.1 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 171.3 მილიონი აშშ დოლარი.

2020 წლის იანვარ-თებერვალში, 108.3 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშიცაა. შემდეგ მოდის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 105.7 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 104.4 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 75.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 42 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 33.6 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 26.4 მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 14.4 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 12.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 788.9 მლნ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button