2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 4.8%-ით შემცირდა
„საქსტატის“ მიერ 19 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.950 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-იანი კლებაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 12.2%-ით შემცირდა და 803.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 1.6%-ით, 2.15 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.34 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5%-ია.
იმავე პერიოდში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 472 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის რუსეთი 411 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი 228 მლნ აშშ დოლარით, აზერბაიჯანი 207 მლნ აშშ დოლარით და აშშ 177 მლნ აშშ დოლარით.
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 126 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 100 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 97 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 85 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 79 მლნ აშშ დოლარი.
იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 408 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის რუსეთი – 314 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი – 174 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 171 მლნ აშშ დოლარით, და გერმანია – 119 მლნ აშშ დოლარით.
2024 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 263 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ყურძნის ნატურალური ღვინოები – 48 მლნ მლნ აშშ დოლარით და ფეროშენადნობები – 42 მლნ აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ამავე პერიოდში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 258 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 187 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 127 მლნ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/03/2024 – 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 5%-ით შემცირდა
- 19/02/2024 – 2024 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა
- 13/02/2024 – 2024 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა
- 22/01/2024 – 2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.5%-ით გაიზარდა
- 15/01/2024 – 2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.5%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)