skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარში

„საქსტატის“ მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით გაიზარდა და 882.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა წინა წლის იანვართან შედარებით, 10%–ით გაიზარდა და 262.6 მილიონი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 4%-ით გაიზარდა და 619.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 357.2 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2020 წლის იანვარში 117.1 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, 109.4 მლნ, 106 მლნ, 102.7 მლნ და 42.4 მლნ აშშ დოლარით.

44.4 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და თურქეთი 44 მლნ, 33.4 მლნ, 24.1 მლნ და 19.9 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანიდა აშშ 97.2 მლნ, 72.6 მლნ, 65 მლნ, 58.8 მლნ და 34.2 მლნ აშშ დოლარით.


2020 წლის იანვარში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 51.8 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იყო. შემდეგ მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 49.4 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები- 16 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 15.4 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 14.8 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანისასუქები – 11.7 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 8.1 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 7.9 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 7.4 მლნ აშშ დოლარი; ხილი – 3.3 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 76.8 მილიონი აშშ დოლარი.

2020 წლის იანვარში ნავთობის აირები 56.8 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 51.6 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 50 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 23.6 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 18.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 14.6 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 10.9 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 7.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 372.3 მლნ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button