რესპუბლიკის ამბები

აფხაზეთის დეპუტატებმა ჯამაგირის ნაწილი მიწისძვრით დაზარალებული გორისთვის გადადეს

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 თებერვალი, N47

მთავრობის თავმჯდომარეს

სოხუმიდან: „აფხაზეთის სახალხო საბჭომ 23 თებერვლის არაჩვეულებრივ სხდომაზე მოისმინა ქ. გორის და მის მიდამოების განადგურებით რესპუბლიკის თავზე დატეხილი უბედურების ამბავი, ფეხზე ადგომით პატივი სცა დაღუპულთა სხდომას და დაადგინა:  დეპუტატების ჯამაგირიდან გადაიდოს 40 000 მანეთი. აფხაზეთის კომისარიატის საწყობებიდან დაუყონებლივ გაიგზავნოს 4 ათასი ფუთი სიმინდი გორში, დაზარალებულთა სასარგებლოდ შემოწირულებათა შესაკრებად დაარსდეს დახმარების კომიტეტი, თქვენი სახით [ნოე ჟორდანიას] ქართველ ხალხს უცხადებს თავის მწუხარებას და აცხადებს, რომ დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ იმედი უნდა იქონიოს, რომ აფხაზეთის ეროვნული საბჭო ყოველმხრივ დაეხმარება მათ დაზარალებულთათვის შველაში და ქართლის უძველესი ცენტრის აღდგენაში“

აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე

ვარლამ შერვაშიძე

მსგავსი/Related

Back to top button