ახალი ამბები

გორში, კასპსა და გურჯაანში შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს

1 ოქტომბერს გორსა და კასპში შუალედური არჩევნები, ხოლო გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. სამ მუნიციპალიტეტში 133 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ელექტრონული კენჭისყრა 103 საარჩევნი უბანზე გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნებში 43 330 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობა 23.51% იყო. მათ შორის, 25 627 ამომრჩეველი გორსა და კასპში, ხოლო 17 703 კი გურჯაანში მივიდა.

იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის ორი საჩივარია შესული, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებს აკვირდებოდა 16 საერთაშორისო დამკვირვებელი სამი ორგანიზაციიდან, 426 ადგილობრივი დამკვირვებელი 23 ორგანიზაციიდან, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 178 წარმომადგენელი. აკრედიტაცია მედია ორგანიზაციების 158 წარმომადგენელმა მიიღო.

ქვემოთ მოცემულია შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგები (გორი, კასპი):

  • გიორგი სოსიაშვილი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 19 032 ხმა
  • მამუკა ტუსკაძე (საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“) – 1 344 ხმა

რაც შეეხება მერის რიგგარეშე არჩევნებს გურჯაანში, წინასწარი შედეგები ასეთია:

  • გიორგი მაჭავარიანი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) – 14 450 ხმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button