ძველი ამბები

სოხუმელი აფხაზი მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს

Tags

ერთობა, 1920 წლის 14 იანვარი, N9

მილოცვები

სოხუმიდან მთავრობას და დამფუძნებელი კრების წევრს აკაკი ჩხენკელს:

„დიდ მნიშვნელოვან სასიხარულო დღეს, როგორც მოქალაქე ვულოცავ ქართველ ხალხს და მის მთავრობას, რომლის მოღვაწეობის შედეგია, რომ საქართველოს ისტორიული უფლებები აღიარეს და მისი დამოუკიდებლობა იცნეს, რაც შეძლებას აძლევს ხალხს, განვითარდეს და აყვავდეს. მომავალი თაობა არ დაივიწყებს და დააფასებს თქვენს ისტორიულ დამსახურებას სამშობლოს წინაშე, როგორც თავის სამშობლოს ღირსეული შვილისას. ამ ბედნიერ დღეს აღტაცებული გიძღვნით მხურვალე სალამს და გისურვებთ კვლავაც ასე ნაყოფიერათ გემუშავნოთ ჩვენი ძვირფასი საქართველოს საკეთილდღეოთ, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს მთავრობას და მის მეთაურს ნოე ჟორდანიას, გაუმარჯოს საქართველოს ყველა სახელმწიფო მოღვაწეებს, რომლებიც თავიან შრომას წირავენ საქართველოს სამსხვერპლოზე!“

ჯიტო შერვაშიძე

მსგავსი/Related

Back to top button