რესპუბლიკის ამბები

სამხედრო საველე სასამართლომ ამბოხებულ ბოლშევიკებს დახვრეტა მიუსაჯა

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 28 ნოემბერი, N270

ყაჩაღ მეამბოხეთა დახვრეტა

10 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდის გორის მაზრაში მოქმედ ჯარისა და გვარდიის საველე  შტაბთან არსებულ განსაკუთრებულ სასამართლოს განჩინებით დახვრეტილ იქნენ შემდეგნი პირნი: 1. მეჯვრისხევის შეიარაღებული აჯანყების მეთაური სამხედრო კომუნისტური სარევოლუციო შტაბის თავმჯდომარე გეურქ მიხეილის ძე შახნაზარიანცი, 2. თერგის ოლქის სოფელ კარაგანის მცხოვრები ზნაურ ზახარის ძე ჰაიდაროვი, კავკასიის კომუნისტთა სამხედრო ინსტრუქტორი, ოსურ სოფლებში შეიარაღებული აჯანყების  მომწყობი და მეთაური ხცისის საზოგადოების დარბევისა, 3. სოფელ ჯანიანთკარის  – ქარელის რაიონის, მცხოვრები ბესარიონ გიორგის ძე თბალაშვილი, რომელიც ხცისის შეარაღებულ მებრძოლ კომუნისტ ყაჩაღების გუნდის უფროსი იყო, 4. სოფელ ხოვლის შეიარაღებული ბანდის მეთაური ახალქალაქის თავდამსხმელი, კომისარიატის და ერობის დამრბევი, შაქრო ბანაკას ძე მეცხვარიშვილი, 5. ახალქალაქის შეიარაღებული გამოსვლის ხელმძღვანელობისათვის არტემ იოსების ძე ხუციევი, „ბოლშევიკ „ჭიორღას ბიჭათ“ წოდებული, 6. სოფელ ხოვლეს მცხოვრები სანდრო ზაქარიას ძე გალუსტოვი, ახალქალაქის შეიარაღებული გამოსვლის ხელმძღვანელობისათვის, 7. მეჯვრისხევის შეიარაღებული გამოსვლისათვის, კომუნისტთა სარევოლუციო სამხედრო შტაბის ორგანიზატორი იაკობ იაკობის ძე ზარაფიანცი, 8. სოფელ თელეთის მცხოვრები (სურამის რაიონი) მილიციონერი ეფრემ დავითის ძე ჩადუნელი, ყაჩაღ არსენა ლომიძის ბრბოსთან შეერთებისათვის და შეიარაღებული გამოსვლებისათვის. ამავე მიზეზებისათვის დანაშაულებისთვის – მილიციონერი ივანე (ვანო) იოსების ძე კორკოტაძე.

მსგავსი/Related

Back to top button