რესპუბლიკის ამბები

იუსტიციის სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით იურიდიულ ლექსიკონს გამოსცემს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 21 ნოემბერი, N264

იურიდიული ლექსიკონი

იუსტიციის სამინისტროში დაარსებულ საგანგებო კომისიის მიერ შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი იურიდიულ ტერმინებისა სასწრაფოთ იბეჭდება ქალაქთა კავშირის სტამბაში. უკვე დაბეჭდილია სამი ფორმა ასო „გ“-მდე. ლექსიკონში  შედის სამი ათასამდე სიტყვა. უკანასკნელი კორექტურა ედგინება განსახილველად პროფესორს ივანე ჯავახიშვილს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ლექსიკონის შემდგენელ კომისიის მუშაობაში. ლექსიკონის ბეჭდვა უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს 15-20 დეკემბრისა. ფასი ჯერ გამორკვეული არ არის და დანიშნული იქნება თვით ღირებულების მიხედვით მსურველთ ამთავითვე შეუძლიათ ლექსიკონის დაკვეთა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში. წიგნი სამი ათას ცალად იბეჭდება.

მსგავსი/Related

Back to top button