skip to content
რესპუბლიკის ამბები

მოძრავი კინემატოგრაფი სოფლებში კინოსეანსებს მართავს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 19 ნოემბერი, N262

მოძრავი კინემატოგრაფი

აგვისტოს დამლევს დედაქალაქის ბირჟამ მოაწყო მოძრავი კინემატოგრაფი, რისი მიზანიც იყო სახსრის გამოძებნა ბირჟასთან არსებულ უმუშევართა საჩაიესთვის. სურათების საჩვენებლათ შეიძინეს ყველა საჭირო მოწყობილობა, შეძენილ იქნა აგრეთვე სურათები: „რევოლუციონერი“ და „საქართველოს დამოუკიდებლობის წლის თავი“. საქმის მოწყობა დაევალა შრომის ბირჟის გამგეს ნ. გიკს, რომელმაც 2 თვეში მოიარა სამტრედიის და ოზურგეთის რაიონები. სურათები უჩვენეს შემდეგ სოფლებში: ჯიქთ უბანსა, ჯიხაიშსა, კულაშსა, ღანირსა, ჩხენანსა, ჭაგანსა, ტობანიერსა, ვანსა, ყორმაგალასა, ჭყუშურსა, გომსა, საჯავახოსა, საჭამიასერსა, ჩოხატაურსა, ხიდისთავსა, ბახვსა, ცხემლის ხიდსა, შემოქმედსა და ხვარბეთში. ბილეთის გასი იყო 3, 4, 8, 10 მანეთი და ძნელათ 15 და 20 მანეთი. სულ შემოვიდა 70 388 მანეთი, აქედან %-ების სახით სხვა და სხვა ორგანიზაციებს მიეცა სხვა და სხვა სოფლებში მოწყობილ სახალხო სახლების და საერობო სკოლების ფონდის გასაძლიერებლათ. ამ ხანში კინემატოგრაფი ინახულა 8 291 კაცმა, ამაში 2 923-მა ბავშვმა. 2 000 სულმა კინემატოგრაფი უფასოთ ინახულა.

მსგავსი/Related

Back to top button