ძველი ამბები

მთავრობამ სოხუმში მყოფ ჯარისკაცებში ბოლშევიკური ამბოხის მცდელობა აღკვეთა

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 17 ოქტომბერი, N234

სამხედრო სამინისტროში

სამხედრო მინისტრი ბ-ნი ნოე რამიშვილი თავის ბრძანებაში აცხადებს:

„ამა ოქტომბრის 12-ს, ღამის 9 საათზე, ქალაქ სოხუმში მეორე ქვეითი რაზმის ჯარისკაცთა ჯგუფი, 70-80 კაცამდე, ჯარისკაცთა ტანსაცმელში გადაცმულ აგიტატორთა ხელმძღვანელობით და ზეგავლენით შეეცადა იარაღის საწყობის გაძარცვას. ბოლშევიკთა მიზანი იყო მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობის გაჩაღება და ანარქიის გაძლიერება. ერთი თავდამსხმელთაგანი დარაჯმა მოჰკლა და რამდენიმე დასჭრა. რაზმი მთლიანად თავისი მოვალეობის ერთგული დარჩა. მიღებული ზომებით წესრიგი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი. გამოსვლის მონაწილეებმა ამბოხების მეთაურები თვით გასცეს, რომელნიც შეიპყრეს; უკანასკნელნი გადაეცნენ სასამართლოს მსჯავრის დასადებად.

მივაქცევ რა ამ სამწუხარო გარემოებას ჯარის ნაწილთა უფროსების ყურადღებას, ვუბრძანებ მათ მიიღონ ენერგიული ზომები, რომ ჯარში ადგილი არ ჰქონდეს გადაცმულ ბოლშევიკთა აგიტაციას“.

Related Articles

Back to top button