ძველი ამბები

თბილისის სალამი გაგრას: მოქალაქეთა მხარდაჭერა ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებს

Tags

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 27 ივლისი, N164.

მისალმება ფრონტს.

გაგრა. მთავარ შტაბს

ფრონტის დღეებმა 10 და 20 ივლისს, მოწყობილმა საქართველოს რესპუბლიკანურ სატახტო ქალაქის დემოკრატიის წარმომადგენლების მიერ და გამართული დამოუკიდებელ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მატერიალურ და მორალურ დახმარების აღმოსაჩენათ ჩვენ სახელოვან გმირთათვის, რომელნიც კაჟი გულით  იცავდნენ ჩვენს თავისუფლებას და სახელს, ჩინებულათ ჩაიარა და საერთო ნაციონალური დღესასწაულის სახე მიიღო. მცხოვრებთა ყველა ნაწილმა და რევოლუციონურ სამშობლოს ყველა ცოცხალმა და ფაქიზ ნაწილებმა დაუცხრომლათ და ქონებისა და ძალის დაუზოგველათ მედგარ მებრძოლთა ფრონტის საკურთხეველზე შესწირეს ყველაფერი რაც კი გააჩნდათ ჩვენი სიცოცხლისა და ღირსების დამცველთათვის.

ამ დღეებმა დაგვიმტკიცეს ნათლად რომ არსებობს არა ფრონტი და არა ზურგი, არამედ არსებობს მთლიანი დემოკრატიული ფრონტი შავ რეაქციის და დაღუპულ წესწყობილების და მონობის აღმდეგენლთა წინააღმდეგ.

მძიმე პირობებში ჩვენის ქვეყნის ცხოვრების, მოულოდნელ გამარჯვებით დამთავრებულ ფრონტის დღეებმა დეე აღაფრთოვანოს სახელმოსილი ჩვენი სიამაყე სახელოვანი გვარდია და მის ტოლი მამაცი, ახალგაზრდა რესპუბლიკანური ლაშქარი ახალ საგმირო საქმეებში, დასაცავათ წმინდა საქმისა: სამშობლოს დამოუკიდებლობის და მოპოვებული თავისუფლების სისხლის თავდასაცავათ.

ის ალერსი და დახმარება, რომელიც გამოუცხადა ფრონტს მის ზურგმა დეე გაგებულ იქმნეს, როგორც წარბ შეუხრელი გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე ქვეყნის თავისუფლების და რევოლუციის მონაპოვართა შენარჩუნებისა, რომელიც მოქვცემს დამამტკიცებელ საბუთს დამოუკიდებლობის არსებობისა.

სალამი ფრონტს და გამარჯვება მას!

თავმჯდომარე ფრონტის დღეების მოწყობის მთავარი კომიტეტისა

სერგო ჟორჟოლიანი

Related Articles

Back to top button