ახალი ამბები

ცესკო: 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 13.2%-ია

Tags

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 5 814-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 13.2%-ია.

არჩევნების პირველ ტურში, ამავე ოლქში, 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 10.4% იყო (4 568 ამომრჩეველი).

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის ჯამში 31 უბანია გახსნილი. საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობა კი – 43 909-ია.

მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა, 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 41%, ხოლო მეორემ 36.83% მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button