ახალი ამბები

უბნების 100% დათვლილია: ოცნებამ მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქი პირველივე ტურში მოიგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა უბანი დათვლილია და 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატებმა მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქში გამარჯვება პირველი ტურში მოიპოვეს.

ცესკო-ს მონაცემებით, მერების რიგგარეშე არჩევნებში პირველ ორ ლიდერ კანდიდატებს შორის პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მარნეული – ზაურ დარგალი – ქართული ოცნება – 78.6%, აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციია – 11.49%;
  • ზესფატონი – გიორგი გოგლიჩიძე – 50.75% ქართული ოცნება; ბაქარ ხიჯაკაძე – 34.26% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
  • ჭიათურა – გივი მოდებაძე – 64.58% – ქართული ოცნება; ზურაბ კუპატაძე – 17.99% – დამოუკიდებელი კანდიდატი;
  • ზუგდიდი – გიორგი შენგელია – 54.18% – ქართული ოცნება; სანდრა-ელისაბედ რულოვსი – 42.84% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
  • ხულო – ვახტანგ ბერიძე – 70.91% – ქართული ოცნება; ირაკლი ჯორბენაძე – 23.74 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია.

საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნებში პირველმა ორმა ლიდერმა კანდიდატებმა კი, ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებლები ასე გადაინაწილეს:

  • ახმეტა – როსტომ ალხანაშვილი – 96.49% – ქართული ოცნება; შოთა თავბერიძე – 1% – საქართველო;
  • ადიგენი  გენადი ბოლქვაძე – 93.89% – ქართული ოცნება; გიორგი კოღუაშვილი – 1.61% – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
  • საგარეჯო – ზურაბ შინდელაშვილი – 72.4% – ქართული ოცნება; ირაკლი ჯინჭარაძე – 26,71% კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
  • ტყიბული – რომან მაწკეპლაძე – 63.23% – ქართული ოცნება; დავით ლომიძე – 28,68% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
  • წყალტუბო – ომარ სინაურიძე – 78.41% – ქართული ოცნება, ზაურ ქაშიბაძე – 19.72% – ევროპული საქართველო;
  • ოზურგეთი – დავით მდინარაძე 71.75% – ქართული ოცნება; იაკობ ზაქარეიშვილი 15.85% – ევროპული საქართველო;
  • ჭიათურა – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46.82% – ქართული ოცნება; ილიკო ჩიკვილაძე – 27% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია.
  • ზესტაფონი – ნუგზარ ფერაძე – 69.71% – ქართული ოცნება; გაგა ლაბაძე – 29.84% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია.

რაც შეეხება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს, აქ ქართული ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ ამომრჩევლების ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 36.83%. ეს იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება, რომელიც არაუგვიანეს 13 ივნისისა უნდა ჩატარდეს. ცესკო-ში არჩევნების ზუსტ თარიღს მოგვიანებით დაასახელებენ.

19 მაისს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 14 ოლქში ჩატარდა და 402 019 ამომრჩევლისთვის ჯამში 410 უბანი გაიხსნა. არჩევნებში მონაწილეობა შესაბამის უბნებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 43.1%-მა (173 361 ამომრჩეველი) მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button