Placeholder canvas
ახალი ამბები

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო. რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ერთდროულად 14 საარჩევნო ოლქში იმართება. აქედან ხუთ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტების მერებს, ერთში პარლამენტის, ხოლო რვაში კი – საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 410 საარჩევნო უბანზე ჯამში 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, საარჩევნო უბნეზბე ამომრჩევლებს ძირითადად ერთი საარჩევნო ბიულეტენი დახვდებათ. ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად, საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ.

ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს 45 მედიაორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი აშუქებს. ამასთან, უბნებზე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული 6 556 დამკვირვებელია წარმოდგენილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, დილის შვიდი საათიდან მუშაობს ცხელი ხაზი და ონლაინჩატი, ასევე უწყვეტ რეჟიმში მუსაობს მედიაცენტრი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოხატვის მიზნით, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს კანონის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწებს. 

ხმების დათვლა, ზუსტად საღამოს 8 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება. 

იმ შემთხვევაში, თუკი მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქისა და მუნიციპალიტეტების მერობის რომელიმე კანდიდატი გამარჯვებას პირველივე ტურში ვერ მოიპოვებს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შესაბამის საარჩევნო ოლქებში მეორე ტურები გაიმართება, რომელიც პირველი ტურიდანი არაუგვინეს 25-ე დღისა უნდა დაინიშნოს (13 ივნისი). რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ხმების მეტ რაოდენობას მოაგროვებს.

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button