skip to content
რესპუბლიკის ამბები

აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 29 მაისი, №116

საქართველოს მთავრობამ დიდძალი მოსალოცი დეპეშები მიიღო სხვა და სხვა რესპუბლიკათაგან.

აზერბაიჯანის მთავრობისაგან

ქართველი ხალხის ეროვნულ იდეალის განხორციელების წლის თავის საზეიმო დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას სურს გაიზიაროს თავისუფალი ერის უაღრესი სიხარულის გრძნობა. ულოცავს საქართველოს აღორძინების ისტორიულ დღეს და ღრმადა სწამს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეგობარი საქართველოს რესპუბლიკა სრულ გამარჯვებას მიაღწევს და განამტკიცებს სუვერენულ სახელმწიფო ცხოვრებას.

 გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნასიბ უსუფბეკოვი

სომხეთის მთავრობისაგან

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა მხურვალე სალამს უძღვნის საქართველოს მთავრობას და ულოცავს მას დამოუკიდებლობის წლის თავს. იგი დარწმუნებულია, რომ თავისუფლება-თანასწორების იდეა მტკიცე საფუძვლათ დაედება კაცობრიობის ახალ ცხოვრებას.

დაე ისტორიულად საუკუნოებრივ სიყვარულით გაერთიანებულმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებმა გააგრძელონ თავიანთი ძალები და შესძლონ დიდი ხნობით ნანატრ თავისუფლების შენარჩუნება.

დაე დაგვირგვინდეს პატარა ერთა დიდი ხნის მისწრაფება.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი

მსგავსი/Related

Back to top button