ძველი ამბები

მისალმება გაგრიდან

Tags

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 2 აგვისტო, N170.

            ქალაქთა კავშირის მთავარმა კომიტეტმა მიიღო შემდეგი დეპეშა გაგრიდან:

            „გაგრის ქალაქის საბჭო სალამს უძღვნის დამფუძნებელ კრებას და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას სახით და გარწმუნებთ, რომ ყოველივე ღონისძიებას იხმარს, მხარი დაუჭიროს დამფუძნებელ კრებას ყოველ მის მიერ საქართველოს კეთილდღეობისკენ მიმართულ საქმეში და განსაკუთრებით მოხალისეების ჯართან, როგორც შავი რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლაში.  გაგრის საბჭო აცხადებს, რომ ქალაქი გაგრა საქართველოს უდაო ტერიტორიაა და მოხალისეთა ჯარის ყოველივე აგრესიული მოქმედება ამ ქალაქის წინააღმდეგ ღირსეულ წინააღმდეგობას გამოიწვევს მცხოვრებლების მხრივ. საბჭო დარწმუნებულია, რომ დამფუძნებელი კრება და მთავრობა არ დასტოვებენ უყურადღებოდ ჩვენ ქალაქს და ყოველივე ზომებს მიიღებენ იმ შავი ძალების წინააღმდეგ, რომელთაც სურთ გაანადგურონ ჩვენი ახალგაზრდა თვითმმართველობა, როგორც ქალაქის მცხოვრებთა სურვილების გამომხატველი ორგანო და ერთად ერთი დემოკრატიული დაწესებულება მთელს მაზრაში, რომელიც თავისუფლად არჩეულია მთელი მცხოვრებლების მიერ.“

 ქალაქის თავი ბეზხონოვი

Related Articles

Back to top button