ახალი ამბები

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს

Tags

დეპუტატი გიგი წერეთელი 2018-2019 წლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. წერეთელი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა, ევროპული საქართველოს წევრია.

11 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას, წერეთელმა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან ბედნიერი ვარ და იმის გრძნობა მაქვს, რომ თქვენი ნდობა და მხარდაჭერა მაქვს, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა წერეთელმა.

არჩევნები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ კომიტეტებში სამშაბათს ჩატარდა, ხოლო შედეგები დღევანდელ დასკვნით პლენარულ სესიაზე გამოცხადდა.

გიგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წევრი პირველად 1999 წელს გახდა, ხოლო 2000-2004 და 2008-2012 წლებში ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა.

ამჟამად იგი ფრაქცია ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარეა. გარდა ამისა, იგი პარლამენტის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button