Placeholder canvas
ახალი ამბები

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა


გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო შეხვედრაზე ჟენევაში, 5 ოქტომბერი, 2014. ფოტო: შვეიცარიის პარლამენტი/Fabio Chironi

9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.

პარტია ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა ეს თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც საპარლამენტო ასაბლეის წინა პრეზიდენტმა კრისტინ მუტონენმა თანამდებობა დატოვა. წერეთელს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟი ჰქონდა. პირველად იგი ამ პოსტზე 2012 წელს აირჩიეს, ხოლო 2015 წელს მისი ხელახლა არჩევა მოხდა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტისთვის 20 ოქტომბერს გაგზავნილ დასამშვიდობებელ წერილში მუტონენმა წერეთელს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა და მშვიდი საპრეზიდენტო ტრადიციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გიორგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წევრი პირველად 1999 წელს გახდა; 2000-2004 და 2008-2012 წლებში მას ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა. ამჟამად იგი ფრაქცია ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების წევრია.

მსგავსი/Related

Back to top button