skip to content
ახალი ამბები

იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18.9%-ით გაიზარდა და  8 360.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 18.6%-ით გაიზარდა და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეში თურქეთი იყო 1.2 მლრდ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 1.06 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 623.3 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 612 მლნ აშშ დოლარით; და აშშ – 610.2 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო სომხეთი – 360 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 336.5 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 281.3 მლნ აშშ დოლარი; ყაზახეთი – 241.8 მლნ აშშ დოლარით; ყირგიზეთი – 210.7 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: თურქეთი, რუსეთი, აშშ, ჩინეთი და გერმანია –1.02 მლრდ აშშ დოლარით; 778.6 მლნ აშშ დოლარით; 589.7 მლნ აშშ დოლარით; 430 მლნ აშშ დოლარით და 366.4 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები 795 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 315.7 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 103.5 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 86.5 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 85.6 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 68.5 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 52.1 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 46 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 41.5 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 38.2 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 870 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები 1 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 399.8 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 264.6 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 216.2 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 176 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 149.1 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 71.4 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 57.2 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 54.1 მლნ აშშ დოლარით; ტრაქტორები – 54 მლნ აშშ დოლარით;; დანარჩენი საქონელი – 3.4 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button