skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა 22.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 აპრილს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 22.1%-ით გაიზარდა და  4 783.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 1 461.5 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 21.0%-ით გაიზარდა და 3 322.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 860.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.

საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 20 აპრილს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button