საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 13 ივნისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18.9%-ით გაიზარდა და 8 360.0 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 18.5%-ით გაიზარდა და 2 500.3 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 19.1%-ით გაიზარდა და 5 859.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 359.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 ივნისს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/05/2023 – საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა
- 15/05/2023 – საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა
- 20/04/2023 – საქსტატი: იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა 22.1%-ით გაიზარდა
- 13/04/2023 – საქსტატი: იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა 22.1%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)