ახალი ამბები

საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქტატი) მიერ 19 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ამავე პერიოდში, 23.6%-ით – 1.96 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 21.2%%-ით – 4.53 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2.57 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეში იყო თურქეთი 925.3 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 848.5 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 500.9 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 490.6 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 438.4 მლნ აშშ დოლაირთ.

ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო სომხეთი – 280.8 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 261.9 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 226.2 მლნ აშშ დოლარი; ყაზახეთი – 180.5 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 161.4 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: თურქეთი, რუსეთი, აშშ, ჩინეთი და გერმანია – 786.4 მლნ აშშ დოლარით; 622.3 მლნ აშშ დოლარით; 412.5 მლნ აშშ დოლარით; 329.2 მლნ აშშ დოლარით და 283.6 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-მარტში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები 595 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 257.8 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 84.4 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 78.6 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 70.1 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 53.5 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 38.9 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 32 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 31.5 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 31.3 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 689 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები 727.9 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 318 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 250.6 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 161.9 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 155.3 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 113.3 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 60 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 41.4 მლნ აშშ დოლარით; ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 40.2 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 40.1 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 2.6 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button