ახალი ამბები

საქსტატი: იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა 22.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქტატი) მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22.1%-ით გაიზარდა და 4.8 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ამავე პერიოდში, 24.7%-ით – 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 21%-ით – 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.9 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეში იყო თურქეთი 673.7 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 666.9 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 376 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 373.9 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 321.4 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო სომხეთი – 216.9 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 180.7 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 176.9 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 133.3 მლნ აშშ დოლარით და ყაზახეთი – 122.2 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ: თურქეთი, რუსეთი, აშშ, ჩინეთი, გერმანია – 568.7 მლნ აშშ დოლარით, 490 მლნ აშშ დოლარით, 261.8 მლნ აშშ დოლარით, 242.7 მლნ აშშ დოლარით და 205.3 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-მარტში, ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო მსუბუქი ავტომობილები – 411.8 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 205.7 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 81.8 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 56.5 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 55.2 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 39.7 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 26.7 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 26.1 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 24.1 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები – 22.9 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 511 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 474.5 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 251.2 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 225 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 130.7 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 114.8 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 87.1 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 47.2 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები – 29 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 28.9 მლნ აშშ დოლარით; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – 27.8 მლნ აშშ დოლარით. დანარჩენი საქონელი – 1.9 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button