ახალი ამბები

კიდევ ორი ​​ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი საქმიანობის შესწავლა დაიწყო  

კიდევ ორმა ორგანიზაციამ – „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „მედიის განვითარების ფონდმა“ – 19 ივნისს განაცხადა, რომ მიიღეს სასამართლო ბრძანებები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნით გაიცა და რომლითაც მათგან სენსიტიური ინფორმაციის, მათ შორის მათი ბენეფიციარების შესახებ კონფიდენციალური მონაცემების გადაცემას ითხოვენ.

მანამდე, 18 ივნისს, ბიურომ იგივე მოთხოვნით მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარის“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა და „საქართველოს მომავლის აკადემიას“.

„მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს საქმიანობას“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა. „მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე, რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო ჩარევაა“.

სასამართლო ინფორმაციას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს.

This post is also available in: English

Back to top button