skip to content
ახალი ამბები

ფოტოამბავი | ათასობით ადამიანი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს

5 ნოემბერს ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათი თქმით, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით. აქციის მონაწილეები სადგურის მოედნიდან დაიძრნენ მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც მოძრაობა გადაიკეტა, რადგან სულ უფრო მეტი ხალხი უერთდებოდა აქციას. აქცია, რომლის მონაწილეებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეკავათ, ეროვნული ჰიმნით დაიწყო.

ოპოზიციის ლიდერებმა შეუჩერებელი საპროტესტო აქციები დააანონსეს ახალი არჩევნების მოთხოვნით და სამოქმედო გეგმაც დასახეს: 1) უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმირება გაყალბების, მოტყუებისა და მაქინაციების შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“  არჩევნების მოსაპარად იყენებს; 2) უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნონ გაყალბებული არჩევნები. 3) გააგრძელონ დემოკრატიული წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ქუჩის პროტესტი.

ცნობილი შვედი გარემოსდაცვითი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი, რომელიც საქართველოში 4 ნოემბერს დილით ჩამოვიდა, აქციაზე დააფიქსირეს. მან სოლიდარობა გამოხატა დემოკრატიისთვის ქართველების ბრძოლის მიმართ. აქციის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები ბარათაშვილის ხიდამდე მივიდნენ, სადაც მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს. მსვლელობა თბილისის ქუჩებში მეტრო მარჯანიშვილის მიმართულებით გაგრძელდა.

მორიგი აქცია 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button