skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის მინისტრების ერთობლივი განცხადება საქართველოში არჩევნების შესახებ

28 ოქტომბერს ევროკავშირის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში არსებული ვითარების გამო და დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვენ.  

აღნიშნეს რა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევების შესახებ იტყობინებიან როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღეს, მინისტრებმა დაგმეს „თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებუილი საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა“. ისინი აცხადებენ, რომ იზიარებენ დამკვირვებლების შეშფოთებას და „მოითხოვენ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებას და გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებას. “

„ამ რთულ პერიოდში ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ… მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და განსაკუთრებით ხელისუფლების რეაქცია მასზე მშვიდობიანი დარჩეს“, – აღნიშნეს მათ.

ევროკავშირის მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ „არჩევნების მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატისგან. ეს არის ქართველი ხალხის კანონიერი ევროპული სწრაფვის ღალატი“.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ „კანონის უზენაესობისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა საქართველოს ევროპულ გზაზე ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია“.

მინისტრები ასევე აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში და ხაზს უსვამენ: „ის არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button