skip to content
ახალი ამბები

პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოსთვის“ 23 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ მოაწერა ხელი. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ პარტიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი „ქართულ ქარტიას“ ივნისის დასაწყისში, თუმცა გახარია ერთ-ერთ გამონაკლისად რჩებოდა. იმ დროს პარტიამ განაცხადა, რომ პრინციპში ის ეთანხმებოდა ქარტიას, მაგრამ თავის წუხილებს შორის 2025 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დაასახელა, რასაც „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩიხი“ მოყვებოდა.

გახარიას გადაწყვეტილებას ქარტიის ხელმოწერის შესახებ წინ უძღოდა პრეზიდენტის შუამავლობით მას და პარტია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნო სიების გაერთიანების თაობაზე გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებები.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი 20:00 საათზე დანიშნა. ბრიფინგის ზუსტი თემა არ სახელდება.

გახარიას ხელმოწერით, „ქართული ქარტია“ უკვე თითქმის ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს. მიუხედავად ამისა, მათი წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ჩანს, არ არის შესაბამისობაში ქარტიასა და მისი ვალდებულებებთან, როგორიცაა გამარჯვების შემთხვევაში ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ მთავრობაზე შეთანხმება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ან კამპანიის დროს ურთიერთკრიტიკისგან თავის შეკავება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button