პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 19 ივლისს, პირველი მოსმენით, 82-ით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტის თანახმად, პატიმრებს, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ზე მეტი მუხლით განსაზღვრული დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს, ამნისტია შეეხებათ.
ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიიღო, ითვალისწინებს პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულ გათავისუფლებას ან სასჯელის განახევრებას, სასჯელის შემცირებას ერთი მეოთხედით, სასჯელის შემცირებს ერთი მეექვსედით, ან პრობაციონერებისათვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებული არიან მკვლელობისთვის, ნარკორეალიზატორობისთვის; სქესობრივი დანაშაულებისათვის; ყაჩაღობისთვის; ტერორიზმისთვის; კორუფციული და სამოხელეო დანაშაულებისთვის, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულობისთვის; კონვენციური დანაშაულებისთვის; ტრეფიკინგისა და სხვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
ამნისტიის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის მეთაურის რანგში 28 ივნისს პარლამენტისთვის პირველად წარგენილი ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სასურველია პატიმართა რაოდენობის მესამედით შემცირება და მისი ოპტიმალური ევროპული მაჩვენებლისთვის მიახლოება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)