skip to content
ახალი ამბები

ესტონეთის ახალმა ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარმა 4 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოში ესტონეთის საელჩოს ინფორმაციით, გადაცემის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ესტონეთის ელჩმა მარდისალუ-კაჰარმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მდგომარეობა, საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება და. უკაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა როგორც ესტონეთისთვის, ასევე საქართველოსთვის.

„ესტონეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გვჯერა, რომ საქართველო გააგრძელებს ამ გზას“, – განუცხადა მარდისალუ-კაჰარმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს. „ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მე მივესალმები  პრეზიდენტ ზურაბიშვილის ცალსახა მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და მის პოზიციას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში“.

ელჩი მარდისალუ-კაჰარი საგარეო საქმეთა სამინისტროს 1996 წელს შეუერთდა. 1997 წლიდან 2009 წლამდე მას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა და ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან, ასევე ავღანეთთან და სკანდინავიის ქვეყნებთან იყო დაკავშირებული. 2011-2013 წლებში იგი იყო ესტონეთის COEST-ის დელეგატი ევროკავშირში ესტონეთის მუდმივ წარმომადგენლობაში. 2013 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის მმართველ დირექტორად. 2016 წლიდან 2019 წლამდე იგი გერმანიაში ესტონეთის საელჩოს უფროსის მოადგილე იყო. 2019 წლიდან იყო უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, 2022 წლიდან კი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button