skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ესტონეთში ვიზიტით ბალტიის ქვეყნებში ტურნე დაასრულა

ბალტიის ქვეყნებში ტურნეს დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 მარტს ესტონეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა, მათ შორის პრეზიდენტ ალარ კარისს, რიიგიკოგუს სპიკერს ლაური ჰუსარს და ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მარკო მიხელსონს.

„ესტონეთი ჩვენ გვერდით დგას ჩვენს ევროპულ გზაზე და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ“, – დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.

ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა: „შევხვდი ალარ კარისს. მან გადმოგცათ თქვენ, ქართველ ხალხს, თავისი ურყევი მხარდაჭერა თქვენს გადამწყვეტ ბრძოლაში ჩვენი ევროპული მომავლისთვის“.

იგი ასევე შეხვდა რიიგიკოგუს [ესტონეთის პარლამენტის] სპიკერს ლაური ჰუსარს ლაური ჰუსარს და განაცხადა: „შევხვდი ლაური ჰუსარს, რომელმაც მტკიცედ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ჩვენს ურყევ სწრაფვაში დემოკრატიული არჩევნებისკენ. მადლობა თქვენი პერსონალური მხარდაჭერისთვის!“

მარკო მიხელსონთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე უამრავი გამოწვევაა, საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა იყოს ევროკავშირის დღის წესრიგში“.

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას, რომელმაც შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ ესტონეთი „მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალს, როგორ უთხრის ძირს „ქართული ოცნება“ საქართველოში დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს. ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ ძალებს და აგრძელებს თქვენა გვერდით დგომას“.

https://twitter.com/Tsahkna/status/1905661879864668567

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე მიიღო მონაწილეობა მრგვალ მაგიდაში, რომელიც ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS) გაიმართა და სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და შესაძლო გამოსავალზე ისაუბრა.

https://twitter.com/ICDS_Tallinn/status/1905624755085918670

ბალტიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში, ზურაბიშვილი 26 მარტს ლატვიას ეწვია, სადაც ლატვიელ კოლეგას ედგარს რინკევიჩს, სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას და ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

25 მარტს სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას ეწვია, სადაც პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, პარლამენტის სპიკერს საულიუს სკვერნელისს, ვიცე-სპიკერს რადვილე მორკუნაიტეს და რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის ლაურინას კასიუნასს, ჟიგიმანტას პავილიონისს და ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button