
‘რუსული კლუბი’ უარყოფს, რომ ენის კურსები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა
12 ივლისს, გაზეთმა ბათუმელები გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რუსული კლუბი”, რომელიც საკუთარ თავს ვებგვერდზე “საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირად” აღწერს, შეკვეთილში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის 50 რუსული ენის პედაგოგს ტრენინგს უტარებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ტრენინგში მონაწილეობას ასევე იღებენ რუსული ენის, ისტორიის და ლიტერატურის ლექტორები ქართული უნივერსიტეტებიდან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტრენინგებს აფინანსებს როსსოტრუდნიჩესტვო, რომელიც არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისა და კულტურული ურთიერთობების სააგენტო. მოცემული სააგენტო ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივლისიდან სანქცირებულია. ტრენინგების შესახებ ინფორმაცია დაანონსებულ იქნა სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული პოსტით, რომელიც პირველი ივლისითაა დათარიღებული. პოსტის მიხედვით როსსოტრუდნიჩესტვო არეკლამებდა დაგეგმილ საზაფხულო სკოლას საქართველოში რუსული ენის პედაგოგებისთვის. ამასთან, სააგენტოს დაქვემდებარებაშია რამდენიმე “რუსული სახლი”, რომელიც “რუსული კლუბის” მსგავსს საქმიანობას ეწევა, მათ შორის ენის ტრენინგებს და ალექსანდრე პუშკინის იუბილეს აღმნიშნავ ღონისძიებებს. საქართველოში “რუსული სახლები” ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში ფუნქციონირებენ.
“რუსული კლუბი” სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში უარყოფს ბრალდებებს, რომ ტრენინგი როსსოტრუდნიჩესტვო-ს მიერ არის დაფინანსებული. ის ხაზს უსვამს, რომ პროექტი სრულად ფინანსდება ქართველი ბიზნესმენების მიერ. კლუბი მოითხოვს, რომ ჟურნალისტებმა ბოდიში მოუხადონ “შეცდომისთვის” და იმისთვის, რომ სახელი შეულახეს ორგანიზაციას, “რომელიც 21 წელია შრომობს საქართველოს კეთილდღეობისთვის და ამ ხნის მანძილზე არ შეუბღალავს თავისი კეთილი სახელი.” მათ ირონიით აღნიშნეს, რომ ისინი “მიესალმებიან” იმას, რომ “მასმედია მხარს უჭერს უცხოური ფინანსირების გამჭვირვალობის შესახებ კანონს და ასე ერთგულად მას ასრულებს.”
“რუსულმა კლუბმა” ასევე ახსნა შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის სექციის უფროსის, დიმიტრი ტროფიმოვის ღონისძიებაში მონაწილეობა და უწოდა მას “პირად ინიციატივად”. კლუბზე დაყრდნობით, ტროფიმოვის პირადი ინიციატივაა დააჯილდოვოს ბავშვები, რომლებმაც მოიგეს ალექსანდრე პუშკინის იუბილესთვის მიძღვნილი სამხატვრო კონკურსში.
საქართველოს განათლების სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური და პოლიცია არ პასუხობენ ბათუმელების კითხვას იმასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ თუ არა ოკუპირებულ ტერიორტორიებზე რუსი ტრენერები სანამ შეკვეთილში ჩავიდოდნენ, რითაც ისინი დაარღვევდნენ ოკუპაციის კანონს.
რას წარმოადგენს “რუსული კლუბი”?
“რუსული კლუბის” ვებგვერდზე მმართველი საბჭოს ან ორგანიზაციის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება. საჯარო რეესტრში მოძიებული ინფორმაციის მიხედვით კლუბი დარეგისტრირდა 2010 წელს და მისი თავმჯდომარეა ნიკოლაი სვენტიტსკი, რომელიც რუსულენოვანი გრიბოედოვის თეატრის დირექტორიცაა. საბჭოს წევრები არიან:
- ალა ბეჟენცევა, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს რუსი ქალების გაერთიანებას საქართველოში. ბეჟენცევა დაფინანსებას იღებს საქართველოში არსებული ქალთა ფონდის მიერ, რომელიც თავის მხრივ დასავლელი დონორებითაა დაფინანსებული.
- ავთანდილ ვარსიმაშვილი, გრიბოედოვის თეატრის მსახიობი, მწერალი და მედიაში ცნობილი პირი.
- ვალერი ხარიუჩენკო, გრიბოედოვის თეატრის მსახიობი.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/05/2024 – ევრაზიის ინსტიტუტმა თბილისში მორიგი კონფერენცია გამართა
- 22/04/2024 – რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა თბილისში „ტრადიციული ღირებულებების“ შესახებ კონფერენცია გამართა
- 04/03/2024 – სასტურმო Pullman Tbilisi კონფერენცია OpenTalks.AI-ს აღარ უმასპინძლებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)