skip to content
ახალი ამბები

სოხუმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სომხეთის მხარდაჭერას აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 4 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო 3 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განცხადება ასევე გმობს სომხეთის მხარდაჭერას დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მიმართ და მოუწოდებს საქართველოს ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას.

განცხადება მოუწოდებს სომხეთს „არ გამოიყენოს შაბლონური ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას“. მასში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთის მიერ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა „შემაშფოთებელია“, რადგან სომხური დიასპორის წარმომადგენლები აფხაზეთში არიან „გამოჩენილი პატრიოტები“, რომლებიც „აფხაზეთის „დამოუკიდებლობისთვის“ იბრძოდნენ. „იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს არსებული სიტუაციიდან და დააკორექტირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დაჟინებული მოთხოვნა ტერიტორიულ მთლიანობაზე „მომაბეზრებელი გახდა და დეკლარაციულ ხასიათს ატარებს“ და რომ საქართველოს ხელისუფლება „უნდა შეეგუოს არსებულ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველოს სამხედრო დამარცხებამ“ გამოიწვია“. ის მოუწოდებს თბილისს „ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button