skip to content
ახალი ამბები

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა

14 მაისს, მმართველი უმრავლესობის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელო“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ტარიელ ნაკაიძემ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.

„როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა… დღეს ვიხილეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში, როცა ოპოზიციიდან არც ერთ დეპუტატს ნორმალური გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომ, ჩვენ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის უმრავლესობა ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებთ, ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„დღეს, მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა „ლელოდან“.

მოგვიანებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე გამოაცხადა ბოიკოტი ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

მმართველმა უმრავლესობამ 14 მაისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ. კანონპროექტი ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება, რომელმაც უკვე დადო პირობა, რომ მას ვეტოს დაადებს. თუმცა, მმართველ უმრავლესობას საკმარისი ხმები აქვს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button