skip to content
ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

პარლამენტმა 19 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ 83 ხმით რატი იონათამიშვილი აირჩია.

​აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 2024 წლის 11 მარტიდან მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა.

ახალი თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული დეპუტატი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში. საკანონმდებლო ორგანოში იგი რამდენიმე კომიტეტის, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრი იყო.  

გარდა საპარლამენტო საქმიანობისა, 2013-2016 წლებში რატი იონათამიშვილი საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი იყო. 2014-2015 წლებში იგი თბილისის მერის მრჩევლად მუშაობდა. 2015-2016 წლებში კი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button