ახალი ამბები

ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაინიშნა

მიხეილ სარჯველაძე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ერთი კვირის წინ დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სარჯველაძის დანიშვნის შესახებ განცხადება 11 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. 2020 წლიდან მას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2018-2020 წლებში იგი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. მანამდე, 2013-2018 წლებში მას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ახალმა ჯანდაცვის მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის განხრით.

ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ ის ხედავდა პრობლემებს კომუნიკაციის მართვის კუთხით, რაც მისი თქმით, განსაკუთრებით გამოიკვეთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შენობის დანგრევის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button