skip to content
ახალი ამბები

2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.5%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია.

ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და 6.09 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 14%-ით, 15.44 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ მიმდინარე წლის 22 იანვარს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button