2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.5%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია.
ექსპორტი 9.1%-ით გაიზარდა და 6.09 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 14%-ით, 15.44 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4%-ია.
იმავე პერიოდში, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.98 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის რუსეთი 2.40 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 2.05 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.64 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 1.52 მლრდ აშშ დოლარით.
საანგარიშო პერიოდში,უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი – 862 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი 787 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი 703 მლნ აშშ დოლარი, ყირგიზეთი 696 მლნ აშშ დოლარი და რუსეთი 657 მლნ აშშ დოლარი.
იმპორტის თვალსაზრისით, თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 2.6 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის აშშ – 1.95 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი – 1.74 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი -1.33 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია – 948 მლნ აშშ დოლარით.
2023 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველი ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 2.13 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდის სპილენძის მადნები და კონცენტრატები 479 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 259 მლნ აშშ დოლარით.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3.16 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 1.17 მლრდ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იკავებს 543 მლნ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/01/2024 – 2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობა 12.5%-ით გაიზარდა
- 13/12/2023 – იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 14.7%-ით გაიზარდა
- 13/11/2023 – იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობა 16.2%-ით გაიზარდა
- 19/10/2023 – იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 16.5%-ით გაიზარდა
- 13/01/2023 – 2022 წელს საგარეო ვაჭრობა 32.8%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)