ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია 70-მა წევრმა დატოვა და ნიკა მელიას მოძრაობას უერთდება
ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 70 წევრმა და აქტივისტმა პარტია დატოვა. ამის თაობაზე ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი სარჩევნო შტაბის წევრმა ირინა შედანიამ 22 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ წევრებმა, რომელთაც პარტია დატოვეს, ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ მოძრაობას შეუერთდებიან.
„[ნაციონალური მოძრაობის] პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შევუერთდეთ ნიკა მელიას გუნდს, დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გავაგრძელოთ ნიკა მელიას გუნდთან ერთად ჩვენი სიმართლითა და ღირსებით ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”, – უთხრა შედანიამ ჟურნალისტებს.
ბრიფინზე ასევე ითქვა, რომ პარტიას ახლო მომავალში ათობით წევრი და აქტივისტი დატოვებს.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიიდან წევრების გადინება გასულ წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია 2023 წლის 27 ნოემბერს პარტიიდან გარიცხა. წასული წევრების თქმით, ისინი მელია მოძრაობაში აპირებდნენ გაწევრიანებას.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/12/2023 – ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ პარტიის დატოვება გრძელდება
- 06/12/2023 – განახლება: შიდაპარტიული დაძაბულობის ფონზე ნაცმოძრაობა საკრებულოებში წევრებს კარგავს
- 01/12/2023 – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი შეემატა
- 06/02/2023 – ენმ-ის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე, პოლიტ. საბჭო და გენერალური მდივანი დაამტკიცეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)