
ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობისთვის შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
მანამდე, 22 მაისს, იმავე მიზეზით წინასწარი პატიმრობა ასევე შეეფარდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. ანალოგიურად, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს გირაოს გადაუხდელობისთვის 14 მაისს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. მსგავსი გადაწყვეტილება ელოდება კიდევ ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და პარტია „ახალის“ კიდევ ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას, რომელიც ასევე არ აპირებს დაკისრებული გირაოს გადახდას.
ოპოზიცია ერთპარტიულ პარლამენტთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და 2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/05/2025 – საია: „ქართული ოცნების“ კომისიაზე გამოუცხადებლობა არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად
This post is also available in: English