ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტების განხორციელებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მას გული ატკინა, თუმცა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას არ გაუკვირდა.

პრეზიდენტის თქმით, ის არსად აპირებს წასვლას და არც გადადგომის გეგმები აქვს. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დამაზიანებელია და რომ ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი არ არის. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე თითოეულ მოსამართლეს, რომელმაც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს ამ გადაწყვეტილების. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია ქვეყანაში.

„დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას ახლო მომავალი გვეტყვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ იმპიჩმენტის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ.

მისი თქმით, მთელი საზოგადოება გაერთიანებულია ევროპულ გზაზე. „ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button