
აქტივისტი თემურ ქათამაძე საქართველოდან თურქეთში გააძევეს
თემურ ქათამაძე (იგივე გაფარ ილმაზი), ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე, 11 ივნისს თურქეთში გააძევეს, მისი ნებაყოფლობითი გამგზავრების შესახებ შეტყობინების ვადის გასვლიდან მალევე. ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილით დაადასტურა, მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ იმავე ღამეს სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მასთან დამშვიდობებაც ვერ მოახერხა.
57 წლის ქათამაძეს „ბათუმელ მედროშედ“ იცნობენ, რადგან ბათუმის საპროტესტო აქციების დროს მას მუდამ საქართველოს დროშა ეკავა ხელში და პრო-ევროპულ აქციებს უძღვებოდა. იგი საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობდა. ქათამაძე 16 იანვარს დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ის 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გამოიწვია.
This post is also available in: English