ახალი ამბები

საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა

საქართველომ რუსეთსა და ბელარუსში ქვეყნიდან ავტომობილების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, როგორც ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ შემოსავლების სამსახურმა დაუდასტურა.

„საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1 აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.  

სანქციების მე-11 პაკეტის მიხედვით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტზე შეზღუდვა ვრცელდება: „ლუქს“ კლასის ყველა იმ ახალი და მეორადი მანქანების ექსპორტზე, რომელთა ძრავის მოცულობაც განსაზღვრულ ზომას აღემატება (> 1.900 cm³), ასევე ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილზე“.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button