skip to content
ახალი ამბები

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვივამედში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას კლინიკა ვივამედში მომხდარი ინციდენტის გამო 2023 წლის 17 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გამოძახებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში პოლონური მხარე მთავრობის მიმართ მადლიერებას გამოხატავს რადგან, პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და  ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ, კლინიკაში მომხდარი ინციდენტი იყო გაუთვალისწინებელი და არ გულისხმობდა შეთანხმებასთან შეუსაბამო განზრახვას. აღნიშნული გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.

“ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციალური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს” – ნათქვამია განცხადებაში.

პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და  ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე  და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

პოლონური მხარე იმედოვნებს რომ საქართველოსთან თანამშრომლობა “რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას” უცვლელად გაგრძელდება.   

ასევე წაიკითხეთ:

12/07/2023 –  პოლონელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობას გამოიკვლევენ

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button