skip to content
ახალი ამბები

საოკუპაციო ძალებმა სოფელ მეჯვრისხევთან საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ინფორმაციით, 7 ივლისს, დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამის შესახებ ალექსი ბატიაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და დასძინა, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები, რათა „ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუდნენ“.  

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button