skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთი გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 15 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

სუს-ისვე ცნობით, ასევე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება 14 მაისს სოფელ ნიქოზის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილიც.

უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 15 მაისს, 18:30 სთ-ზე სუს-ის მიერ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button