ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 5 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ლაშა ხეთერელი.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button