skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 16 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.

უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“.

ბოლო რამდენიმე დღეში, ეს ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების უკვე მეოთხე შემთხვევაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button