
ივნისში წლიური ინფლაცია 0.6% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 0.6% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (17.7%-იანი მატება); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (7.4%-იანი მატება); ტრანსპორტი (11.6%-იანი კლება); და ჯანმრთელობის დაცვა (6.9%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტრანსპორტი (1.5%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი (0.8%-იანი ზრდა); საკვები და უალკოჰოლო სასმელები (3.2%-იანი კლება).
რაც შეეხება საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებს, ამ თვეში ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე მოხდა: ბოსტნეული (-19,1%); ზეთები და ცხიმები (-4,9%); პური და მარცვლეული (-2,7%); რძე, ყველი და კვერცხი (-1,6%); ხორცი (-0,6%). ამასთან, ფასები გაიზარდა თევზზე (3,3%).
ასევე წაიკითხეთ:
- 02/06/2023 – მაისში წლიური ინფლაცია 1.5% იყო
- 03/05/2023 – აპრილში წლიური ინფლაცია 2.7% იყო
- 03/04/2023 – მარტში წლიური ინფლაცია 5.3% იყო
- 02/03/2023 – თებერვალში წლიური ინფლაცია 8.1% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)