
მაისში წლიური ინფლაცია 1.5% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 1.5% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (18.4%-იანი მატება); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (7.1%-იანი მატება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.3%-იანი მატება); ტრანსპორტი (12.9%-იანი კლება); ჯანმრთელობის დაცვა (7.5%-იანი კლება).
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ძირითადად შემდეგ ქვეჯგუფშია მომატებული: ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7%); რძე, ყველი და კვერცხი (9.3%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.1%); ბოსტნეული და ბაღჩეული (6.3%); თევზეული (6.0%); ყავა, ჩაი და კაკაო (4.6%); შაქარი,
ჯემი და სხვა ტკბილეული (2.2%); პური და პურპროდუქტები (1.8%). ამასთან, ფასები შემცირებულია: ზეთსა და ცხიმზე (-17.0%) და ხილსა და ყურძენზე (-12.0%).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6.2%-იანი მატება); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1.6%-იანი მატება); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.7%-იანი კლება).
ასევე წაიკითხეთ:
- 03/05/2023 – აპრილში წლიური ინფლაცია 2.7% იყო
- 03/04/2023 – მარტში წლიური ინფლაცია 5.3% იყო
- 02/03/2023 – თებერვალში წლიური ინფლაცია 8.1% იყო
- 03/02/2023 – იანვარში წლიური ინფლაცია 9.4% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)